← უკან

წალენჯიხის მრავალფუნქციური კომპლექსიწალენჯიხა, საქართველო2026

წალენჯიხის მრავალფუნქციური კომპლექსი — წალენჯიხა, საქართველო · ISYNC

წარმოგიდგენთ წალენჯიხაში, მდინარე ჭანისწყლის ხეობაში, 250 მაყურებელზე გათვლილი ტიპიური მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტს. მოდელი შემუშავებულია როგორც უნივერსალური პროტოტიპი: დამოუკიდებელი ფლიგელები საშუალებას იძლევა, კონცეფცია მარტივად მოერგოს სხვადასხვა გეომეტრიისა და მასშტაბის ნაკვეთებს, ხოლო ახალ რეგიონში მხოლოდ ფასადის მასალებისა და ფერთა გამის ცვლილებით ინტეგრირდეს ნებისმიერ კონტექსტში.

კომპლექსი აერთიანებს სამ მიმართულებას. სპორტული ბლოკი მოიცავს მრავალფუნქციურ დარბაზს ტრანსფორმირებადი ტრიბუნით, სავარჯიშო და საბავშვო საცურაო აუზებს, ძიუდოს, ჭიდაობის, კრივის, MMA-ს, ტანვარჯიშის, ძალოსნობისა და მაგიდის ჩოგბურთის დარბაზებს. კულტურულ-შემეცნებითი ცენტრი ითვალისწინებს ბიბლიოთეკას, ქორეოგრაფიულ, სახელოვნებო, ფოლკლორისა და უცხო ენების სივრცეებს, STEM კლუბსა და ღონისძიებების დარბაზს; გარე ტერიტორიაზე კი ფეხბურთისა და რაგბის მოედნებია.

ფორმათწარმოქმნა ადგილის ლანდშაფტიდან იწყება: რეგიონის მონუმენტური, მთაგორიანი ხასიათი აისახა შენობის მართკუთხა, შეკრულ გარე გარსში, ხოლო ჭანისწყლის დინამიკა – თავისუფალ, ბარიერების გარეშე ცირკულაციასა და შიდა ეზოს წყლის სარკეებში. განსხვავებული სიმაღლის მოცულობები ერთიანი, შიდა ეზოსკენ დახრილი სახურავის ქვეშაა მოქცეული.

ცენტრალური ეზო კომპლექსის სოციალური და ვიზუალური ბირთვია: ის ანაწილებს მაყურებლების, მოცურავეების, სპორტსმენებისა და კულტურული ბლოკის სტუმრების ნაკადებს, თითოეულ ბლოკს კი დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს. საგანმანათლებლო სივრცეები +5.50 ნიშნულზეა განთავსებული, სპორტული ზონების ხმაურისგან იზოლირებულად. ფასადზე ფიბროცემენტის ფილები, გოფრირებული და პერფორირებული ლითონის პანელები და ტერაკოტის ფილა ქმნის თანამედროვე და თბილ იერსახეს.

წალენჯიხის მრავალფუნქციური (მულტიფუნქციური) სპორტულ-კულტურული კომპლექსის საკონკურსო პროექტი, 250 მაყურებელზე, მდინარე ჭანისწყლის ხეობაში, სამეგრელო. ავტორი: არქიტექტურული ბიურო ISYNC.

მდებარეობა
წალენჯიხა, საქართველო
რეგიონი
სამეგრელო
წელი
2026
ტიპი
სპორტული / კულტურული
სტატუსი
საკონკურსო წინადადება
შემდეგი პროექტიღვინის ქალაქი გურჯაანის კომპლექსი →