← უკან

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის შენობაზესტაფონი, საქართველო2026

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის შენობა — ზესტაფონი, საქართველო · ISYNC

რაიონული პროკურატურის ახალი ადმინისტრაციული შენობა ზესტაფონში, რუსთაველის ქუჩასა და მდინარე ყვირილას შორის, 800 კვ.მ ნაკვეთზე მდებარეობს. პროექტის კონცეფცია ეფუძნება სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და სახელმწიფო ინსტიტუტის სიმყარის იდეას: შენობა ერთდროულად ქმნის მკაცრად დაცულ სამუშაო გარემოს და რჩება ღია და ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის.

პროკურატურის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროექტის საყრდენია ნაკადების მკაცრი გამიჯვნა. შენობას სამი დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს: მთავარი საჯარო შესასვლელი რუსთაველის ქუჩიდან, იზოლირებული შესასვლელი არასრულწლოვანთა ბლოკისთვის და შიდა შესასვლელი ეზოდან თანამშრომლებისა და დაცული ტრანსპორტისთვის. შენობა სრულად ხელმისაწვდომია შშმ პირებისთვის.

პირველ სართულზე ვესტიბიული პირველ ფილტრს წარმოადგენს, რომლის მიღმაც, მინის ტიხრითა და აქსეს-კონტროლით, იწყება დაცული სამუშაო ზონა მთავარი კიბით, არქივით, სასადილოთი და მდინარისკენ მიმართულ ეზოში გასასვლელით. არასრულწლოვანთა საგამოძიებო ბლოკი აბსოლუტურად იზოლირებული ფრთაა. მეორე სართულზე განთავსებულია პროკურორთა სამუშაო ოთახები, სათათბიროები და, დერეფნის ბოლოს, რაიონული პროკურორისა და მოადგილის კაბინეტები.

შენობის იერსახე მკაცრ, ორთოგონალურ გეომეტრიასა და რიტმულ ვერტიკალურ ბადეს ეფუძნება. ფანჯრები ღრმა, დახრილწიბოიან ნიშებშია ჩასმული, რომლებიც ფასადს პლასტიკას ანიჭებს და ინტერიერს მზის გადახურებისგან იცავს. ღია ფერის არქიტექტურულ ბეტონს კონტრასტს უქმნის მუქი ლითონის ლამელები და ალუმინის ვიტრაჟები: გამჭვირვალე ვესტიბიული საჯარო ღიაობას განასახიერებს, კონსოლის ქვეშ მოქცეული მუქი ბლოკი კი – უსაფრთხოებას.

ქუჩის მხარეს ეწყობა ვიზიტორთა საფეხმავლო ზონა გამწვანებული კუნძულებით, ეზოში კი – ღია პარკინგი 5 მანქანაზე, დახურული 2-მანქანიანი ფარეხის გარდა. ახალი შენობა შექმნის სტრესისგან თავისუფალ გარემოს არასრულწლოვნებისთვის, კომფორტულ სივრცეს ვიზიტორებისთვის და უსაფრთხო, ეფექტურ სამუშაო გარემოს თანამშრომლებისთვის.

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის ახალი ადმინისტრაციული შენობის არქიტექტურული პროექტი, რუსთაველის ქუჩა, მდინარე ყვირილას სანაპირო. ავტორი: არქიტექტურული ბიურო ISYNC. კონკურსში გამარჯვებული პროექტი.

მდებარეობა
ზესტაფონი, საქართველო
რეგიონი
იმერეთი
წელი
2026
ტიპი
ადმინისტრაციული
სტატუსი
გამარჯვებული
შემდეგი პროექტიქრისტო და ჟან-კლოდის ცენტრი გაბროვოში →