მულტიფუნქციური კომპლექსი ზესტაფონშიზესტაფონი, საქართველო2026

წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ არქიტექტურულ პროექტს, რომელიც ქალაქ ზესტაფონში (ნიკო ნიკოლაძის ქ. #15დ) აშენდება. ეს არის 500 მაყურებელზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების ორსართულიანი სივრცე, რომელიც სრულად შეცვლის რეგიონის სპორტულ და კულტურულ ცხოვრებას.
I სართული - აქტიური სპორტის ზონა: მთავარი მულტიფუნქციური არენა ტრიბუნებით, საცურაო აუზი, კრივის, MMA-სა და სხვა სპორტული სახეობების დარბაზები.
II სართული - კულტურულ-შემეცნებითი სივრცე: მედიათეკა, კულტურული ჰაბი, ადმინისტრაციული ზონები ფარიკაობა და მაგის ჩოგბურთის დარბაზი
შენობის ექსტერიერი და მასალები ეხმიანება ზესტაფონის ინდუსტრიულ ხასიათს, თუმცა ამავდროულად ქმნის სრულიად ახალ, გამწვანებულ და კომფორტულ საზოგადოებრივ ცენტრს, რომლის მთავარი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაა.
ზესტაფონის მრავალფუნქციური (მულტიფუნქციური) სპორტულ-კულტურული კომპლექსის არქიტექტურული პროექტი — 500 მაყურებლიანი არენა, საცურაო აუზი, კრივის და MMA დარბაზები, მედიათეკა. ავტორი: არქიტექტურული ბიურო ISYNC. კონკურსში გამარჯვებული პროექტი.
- მდებარეობა
- ზესტაფონი, საქართველო
- რეგიონი
- იმერეთი
- წელი
- 2026
- ტიპი
- საზოგადოებრივი/კულტურული
- სტატუსი
- გამარჯვებული




