← უკან

ზუგდიდის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსიზუგდიდი, საქართველო2026

ზუგდიდის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი — ზუგდიდი, საქართველო · ISYNC

წარმოგიდგენთ 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის საკონკურსო კონცეფციას ქალაქ ზუგდიდში (ჭიჭიკო ბენდელიანის ჩიხი N6). ტერიტორია ქალაქის ისტორიულ-კულტურულ ზონაში მდებარეობს და მჭიდროდაა დაკავშირებული ზუგდიდის მთავარ ღერძთან: დადიანების სასახლეთა კომპლექსთან, ბოტანიკურ ბაღთან და ღვთისმშობლის ხატის ტაძართან.

პროექტი მიზნად ისახავს არა მხოლოდ სპორტული ფუნქციის შესრულებას, არამედ ახალი საზოგადოებრივი მიზიდულობის ცენტრის შექმნას. არსებული მწვანე ნარგავების სიმცირემ შენობის განაშენიანების ლაქა ისე ჩამოგვაყალიბებინა, რომ მაქსიმალურად შენარჩუნებულიყო ღია სივრცეები რეკრეაციისა და მოძრაობისთვის.

არქიტექტურული გადაწყვეტის საფუძველია „მეგრული ეზოს“ პრინციპი და ტრადიციული „ოდა სახლის“ რეინტერპრეტაცია. ფასადის დინამიკური ელემენტები „ჯარგვალის“ ფრთების თანამედროვე ანალოგია, შენობის ორი ძირითადი ბლოკი კი დინამიკური გადასასვლელით უკავშირდება ერთმანეთს და ბოტანიკური ბაღის ორგანულ ფორმებს იმეორებს. ფართო ვიტრაჟები სპორტულ აქტივობას ქალაქის ყოველდღიურობის ნაწილად აქცევს.

კომპლექსი მოიცავს 50x45 მ მრავალფუნქციურ მთავარ დარბაზს ტრანსფორმირებადი ტრიბუნით, 600 კვ.მ სატრენაჟორო დარბაზსა და ფიტნეს-ზონებს, ადმინისტრაციულ და სამედიცინო ბლოკს, გასახდელებს და კვების ობიექტს. გარე ტერიტორიაზე განთავსებულია მინი-ფეხბურთის მოედანი, ორი ჩოგბურთის კორტი და პადელის მოედნები.

ფასადზე გამოყენებულია ტერაკოტას ფერის ლესვა-ღებვისა და ფიბროცემენტის პანელების კომბინაცია, მსუბუქი ლითონის დინამიკური ელემენტები და ენერგოეფექტური მინა. ტერიტორია სრულად კეთილმოეწყობა საფეხმავლო ბილიკებით, პარკინგითა და სარწყავი სისტემით აღჭურვილი მწვანე ზონებით.

ზუგდიდის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის საკონკურსო კონცეფცია, 1000 მაყურებელზე, დადიანების სასახლის მახლობლად, სამეგრელო. ავტორი: არქიტექტურული ბიურო ISYNC.

მდებარეობა
ზუგდიდი, საქართველო
რეგიონი
სამეგრელო
წელი
2026
ტიპი
არქიტექტურა
სტატუსი
საკონკურსო წინადადება
შემდეგი პროექტიმულტიფუნქციური კომპლექსი ზესტაფონში →