ბაღდათის პარკის ეკოლოგიური ინტერვენციაბაღდათი, საქართველო2026

ბაღდათი გამოირჩევა მდიდარი ბუნებრივი ლანდშაფტით, მდინარის დინამიკური სისტემით, მრავალფეროვანი რელიეფით და სეზონურად ცვალებადი გარემოთი, სადაც წყალი, მცენარეულობა და მიწის ფორმა მუდმივ ურთიერთქმედებაშია. ეს გარემო ქმნის არა მხოლოდ ეკოლოგიურ, არამედ ძლიერ ვიზუალურ და სივრცით გამოცდილებას.
ამ ბუნებრივ კონტექსტს ემატება კულტურული შრე — ბაღდათი არის ადგილი, სადაც დაიბადა ვლადიმირ მაიაკოვსკი. მისი ხედვა ქალაქზე, როგორც შემოქმედებით აქტზე, განსაკუთრებით რეზონირებს ამ სივრცესთან:
„ქუჩები უნდა იყოს ჩვენი ფუნჯები, მოედნები კი — ჩვენი პალიტრა." ვ. მაიაკოვსკი
ეს იდეა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გარემო აღვიქვათ როგორც ცოცხალი „კომპოზიცია", რომელიც მუდმივად იქმნება და გარდაიქმნება. ამ ხედვის სივრცით და ვიზუალურ ინტერპრეტაციას კონცეფციაში ავითარებს დავით კაკაბაძე. მისი ნამუშევრები გამოირჩევა ბუნებრივი ფორმების აბსტრაქტული გადამუშავებით და დინამიკური კომპოზიციებით, რაც საშუალებას იძლევა, რომ ლანდშაფტი გადაიკითხოს როგორც მოძრავი, ცვალებადი სტრუქტურა.
მნიშვნელოვანია, რომ ვლადიმირ მაიაკოვსკი და დავით კაკაბაძე ეკუთვნიან ერთსა და იმავე ავანგარდულ ეპოქას, სადაც ხელოვნება ისწრაფვის მოძრაობის, ენერგიისა და გარდაქმნის გამოხატვისკენ. სწორედ ეს საერთო იდეატიური საფუძველი აყალიბებს ხიდს პოეტურ და ვიზუალურ ენებს შორის და ხდება პროექტის კონცეპტუალური ბირთვი.
ბაღდათის პარკის რეაბილიტაციისა და ლანდშაფტური დიზაინის პროექტი მდინარე ხანისწყლის სანაპიროზე, ქალაქ ბაღდათში (იმერეთი) — ეკოლოგიური ინტერვენცია, ბილიკები, მწვანე სანაპირო. ავტორი: არქიტექტურული ბიურო ISYNC. კონკურსში გამარჯვებული პროექტი.
- მდებარეობა
- ბაღდათი, საქართველო
- რეგიონი
- იმერეთი
- წელი
- 2026
- ტიპი
- საზოგადოებრივი ლანდშაფტი
- სტატუსი
- გამარჯვებული









